LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაე, უფალმა უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხალხი შეარიგოს უკრაინაში, დონბასში, სადაც სისხლი ჯერ კიდევ იღვრება: რუსეთის პატრიარქი

163
პუტინი და პატრიარქი კირილი

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი იმედოვნებს, რომ უკრაინაში კონფლიქტი მალე დასრულდება. აღნიშნული განცხადება მან მართლმადიდებლური აღდგომის წინა დღეს საუბრისას გააკეთა, მაგრამ ომი არ დაგმო.

BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პატრიარქი კირილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა. მან ადრე განაცხადა, რომ მხარს უჭერდა კრემლის უკრაინაში შეჭრას.

„დაე, უფალმა უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხალხი შეარიგოს უკრაინაში, დონბასში, სადაც სისხლი ჯერ კიდევ იღვრება. ღმერთმა ქნას, რომ აღდგომის ეს საჩუქარი დაეხმაროს მათ, ვინც ამ რთულ კონფლიქტშია ჩართული. დაამშვიდოს მათი გული, გონება, სული, რათა რაც შეიძლება მალე დასრულდეს გამანადგურებელი კონფლიქტი და დაამყაროს დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა“, – აღნიშნა მან აღდგომის წინ, მოსკოვში გამართულ წირვაზე.

ნუ ვისაუბრებთ მათზე, ვინც ომი გააჩაღა – ღმერთი დასჯის: რუსეთის პატრიარქი კირილი

რუსეთის პატრიარქი შესაძლოა საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარდგეს – კირილის გასამართლებას მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული 250-მდე მღვდელი ითხოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g