საქართველოს კინოთეატრები აწარმოებს მოლაპარაკებებს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მწარმოებლებთან იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა გაგრძელდეს სამდღიანი საპრემიერო ჩვენებების შემდეგ ფილმის ჩვენება საქართველოში.
„ჩვენ ვნახეთ ამ თემაზე შექმნილი პეტიცია. გარდა ამისა, უამრავი მაყურებელი ჩვენც გვთხოვს სეანსების დამატებას, ძალიან დიდი მოთხოვნაა. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ფილმის მწარმოებელ კომპანიასთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება დაემატოს სეანსები მაყურებლების უსაფრთხოების გათვალისწინებით. ამ გზების ძიების პროცესში ვართ და ამ თემაზე ვმსჯელობთ“.
შეგახსენებთ, რომ 8-10 ნოემბერს საქართველოს კინოთეატრებში შვედურ-ქართული ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ აჩვენეს. პრემეირას თან დიდი ვნებათაღელვა ახლდა. კინოთეატრების წინ „ქართველთა მარში“ და ლევან ვასაძის მომცრეები შეიკრიბნენ და ფილმის ჩვენება გააპროტესტეს. კინოთეატრებთან მაყურებლების დასაცავად პოლიციელების კორდონი მოეწყო, პირველ დღეს კი სპეცრაზმის ცართვაც გახდა აუცილებელი. კინო „ამირანთან“ აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა, რომელსაც თავში, თვალტან ახლოს ქვა მოხვდა. მას რვა ნაკერი დაადეს. ანა სუბელიანი კინოში ფილმის სანახავად იყო მისული.
ფილმი მოგვითხრობს ქართულის ორ მოცეკვავე ბიჭზე, რომელთაც ერთმანეთი შეუყვარდებათ…