საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ბანკი CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ სტიპენდიატებს ავლენს და მათ დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.
პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკი 19 სექტემბერს, 19:00 საათზე, ონლაინ შეხვედრას მართავს.
CHEVENING-ის პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ის 7 ოქტომბერს დასრულდება.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი ლუკა ხუნდაძე და CHEVENING-ის პროგრამის კოორდინატორი ვიკა ზამთარაძე მონაწილეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებს გაუზიარებენ. კერძოდ, ვებინარის მონაწილეები გაიგებენ:
- როგორ მოიპოვონ საქართველოს ბანკის 100%-იანი სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში;
- როგორ მიიღონ ინფორმაცია სააპლიკაციო პროცესის შესახებ;
- მოისმენენ რჩევებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოწვევების დაძლევაში დაეხმარებათ.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია.
აპლიკაციის შევსების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ.
(R)