მომდევნო წლის გაზაფხულიდან Daft Punk თავის მინიატურულ ორეულს გამოუშვებს და გაყიდვაშიც ჩაუშვებს. თითო ფიგურის ღირებულება 158 დოლარი იქნება.
ფიგურების საშუალო სიმაღლე 30 სანტიმეტრი იქნება და ისინი 2014 წელს დუეტის „გრემიზე“ გამოსვლის ვიზუალში იქნებიან წარმოდგენილები. ფიგურები თეთრ კომბინიზონებში იქნებიან ჩაცმულები, თავზე კი საფირმო შლემი ეხურებათ.