LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაგეგმილი საპასპორტო და სავიზო მომსახურება აშშ-სა და საზღვარგარეთ აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებში გაგრძელდება შესაძლებლობის ფარგლებში“ – აშშ-ის საელჩო მიმართვას ავრცელებს

111
აშშ-ის საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მიმართვას ავრცელებს.

როგორც აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ასიგნებების შეჩერების გამო, ფუნქციონირების სრულ აღდგენამდე, საელჩოს ოფიციალური „ფეისბუკის“ გვერდი რეგულარულად არ განახლდება და გამონაკლისია ინფორმაცია გადაუდებელი უსაფრთხოების შესახებ.

„ამ პერიოდში, დაგეგმილი საპასპორტო და სავიზო მომსახურება შეერთებულ შტატებსა და საზღვარგარეთ აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებში გაგრძელდება შესაძლებლობის ფარგლებში. ჩვენი სერვისებისა და სამუშაო სტატუსის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასიგნებების შეჩერების გამო, ფუნქციონირების სრულ აღდგენამდე, ეს გვერდი რეგულარულად არ განახლდება, გამონაკლისია ინფორმაცია…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on სამშაბათი, 30 სექტემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g