LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაღლილად და უბედურად გამოიყურება, რატომ დარჩა ადამიანთან, რომელმაც საჯაროდ დაამცირა?!“ – სოციალურ ქსელში ადამ ლევინის მეუღლის გარეგნობას განიხილავენ

269
page

Maroon 5-ის ფრონტმენის, ადამ ლევინის მეუღლე, ბეჰატი პრინსლოუ კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. Victoria’s Secret-ის „ანგელოზის“ გარეგნობის ცვლილებებმა საზოგადოება დააფიქრა. სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ მის ბოლო ფოტოს და წერენ, რომ მოდელი თითქოს „დაბერებულად“ და გადაღლილად“ გამოიყურება. ამის მიზეზი კი მეუღლესთან ტოქსიკური ურთიერთობა და ადამის მხრიდან ხშირი ღალატია.

„ის დაღლილად და უბედურად გამოიყურება“, „ვერ ვცნობ, თითქოს სხვა ადამიანია“,
„არ ვიცი, რა დაემართა, თითქოს მასში სხივი ჩაქრა“, „ყველაფერი ადამის ბრალია!“, „რატომ დარჩა ადამიანთან, რომელმაც საჯაროდ დაამცირა?!“
, – არ წყდება კომენტარები.

შეგახსენებთ, 2022 წელს ადამ ლევინი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა, ხუთმა ქალბატონმა ამხილა უხამს შეთავაზებებსა და ფლირტში. ამის გამო არტისტმა ორსულ მეუღლეს საჯაროდ ბოდიში უკვე მოუხადა.

ცნობისთვის, წყვილი 2012 წლიდან ერთადაა. მათ სამი შვილი, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავთ.

„როგორც ნაგავს, ისე მექცეოდა“- ადამ ლევინის იოგას მასწავლებლის მორიგი ბრალდება

აღიარებითი პოსტის შემდეგ, ადამ ლევინი ორსულ მეუღლესთან ერთად პირველად გამოჩნდა

Maroon 5-ის ფრონტმენმა ადამ ლევინმა ორსულ მეუღლეს უღალატა, მას შვილისთვის ახალი გულისწორის სახელის დაერქმევა სურს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები