LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაღუპული გმირების წინაშე მათი ხსოვნის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე ქედს ვიხრით: პრემიერი ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა

55
ირაკლი ღარიბაშვილი

13 წელი გავიდა აგვისტოს ომის ტრაგიკული დღეებიდან. ჩვენ ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს, ჩვენს ხალხს. ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე მათი ხსოვნის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე ქედს ვიხრით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

“დადგება დრო, როცა ქვეყანა გამთლიანდება, მშვიდობიანი და თანმიმდევრული პოლიტიკით” – პრემიერ მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა.

“აგვისტოს ომზე პოლიტიკურ პასუხიმგებლობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკისრება, ხოლო „ქართული ოცნება“ გონივრული, მიზანმიმართული პოლიტიკით ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო გამთლიანდეს.”

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბევრი ოჯახი გაუბედურდა, “როდესაც მათ მშობლებს ვესაუბრებით კიდევ ერთხელ გვახსენდება, თუ რაოდენ მძიმეა ტკივილი და მოუშუშებელია იარა, რომელიც აგვისტოს ომმა მოუტანა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას.”

აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანაში დაკანონდა ოკუპაცია. ქვეყნის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, – ღარიბაშვილის განცხადებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება წინა ხელისუფლებას. “ამაზე ვერდიქტი გამოტანილი აქვს ქართველ ხალხს” აცხადებს ღარიბაშვილი.

როგორც პრემიერმა განაცხადა, ხელისუფლებას არჩეული აქვს პრაგმატული და გონივრული პოლიტიკა ოკუპაციის დასაძლევად. მისი თქმით ამას სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა, ამას სჭირდება გონივრული პოლიტიკა.

პოპულარულები