ტერორისტების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ოჯახს ფონდმა “ქართუმ” საცხოვრებელი ბინა შეუძინა.
ოჯახს ბინა საჩუქრად დღეს გადაეცა.
ნაძალადევის რაიონში მდებარე კეთილმოწყობილი,საჭირო ავეჯით და ტექნიკით აღჭურვილი ბინა ივანე გოლაშვილის ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პირადად გადასცა და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა.
გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს სახელმწიფო ერთჯერადად 100000 ლარით დაეხმარა, ხოლო ყოველთვიურად 1000 ლარი გადაეცემა.