მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 1 002 389-მდე გაიზარდა.
28 სექტემბრის დილის მონაცემების თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კოვიდ 19-ით 33 306 022 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 24 637 458 – გამოჯანმრთელდა.
კოვიდ 19-ით ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში, ინდოეთსა და ბრაზილიაშია დაინფიცირებული. ყველაზე მეტი დაღუპული ასევე აშშ-შია, მეორე ადგილზეა ბრაზილია, მესამეზე კი – ინდოეთი.