მარი ნაკანი სოციალურ ქსელში ურთიერთობებზე წერს.
ფოტოგრაფი, რომლის პირად ცხოვრებასაც ბოლო პერიოდში საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი ახლავს, აღნიშნავს, რომ ურთიერთობის დასაწყისში ქალებს ხშირად აქვთ გაზვიადებული წარმოდგენა. როგორც მარი ნაკანი განმარტავს, მამაკაცის ქცევა ხშირად ქმნის ილუზიურ მოლოდინებს, რომლებიც რეალობასთან შეუსაბამოა.
„ბიჭებზე მივხვდი 1 რამეს, ძაან საინტერესოა, როგორ გვაწონებენ ხოლმე თავიდან თავს.. ვის რა გამოხატულება აქვს აკვირდებით? რითი ხდება ხოლმე ფარშევანგის კუდის გაშლა? რა ქმედებით.. ეგ პატერნები მერე ჩვენ არ უნდა გადავაქციოთ ილუზიებად და არ უნდა გავამრავლოთ ფენტეზის სცენარები… მანდაა მახე. გველანდება უფრო მეტი იდეალური სურათები , გვეჩვენება, გვეტკბილხატება. ისეთი აბსურდი მოლოდინები გვიკრისტალიზდება რომ ვოცნებობთ იმას, რაც სათუოა რომ მოხდეს და ჩვენივე ლაბირინთის ხაფანგში ვიჭედებით. დაგმე სიცრუე, რომელიც შენ გამოიგონე. გაუსწორე თვალი რეალობას და მიიღე მადლიერებით ის რაც მართლა ხდება“, – წერს მარი ნაკანი
