სასტუმრო “იოტაში“, დღეს საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე და სააგენტოს წარმომადგენლები დაგროვებითი პენსიის შესახებ ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
შეხვედრა გაიმართება აშშ-ს განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (USAID/G4G) მხარდაჭერით. შეხვედრის ძირითადი მიზანია, საპენსიო რეფორმის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება. ასევე, დაგროვებითი საპენსიო სქემის წარდგენა და ბიზნესსექტორთან კომუნიკაციის ხელშეწყობა.
შეგახსენებთ, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და ყოველთვიურად დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მისი დაუბეგრავი ხელფასის 2% მიემართება. ორ-ორი პროცენტის შენატანს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო განახორციელებს. სქემაში მონაწილეობა 40 წლამდე დასაქმებული პირებისათვის სავალდებულოა, ხოლო 40 წლის ზემოთ ნებაყოფლობითი, ასევე ჩართულობა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისათვის.