LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება ბიუჯეტს 40 მილიონით ამცირებს

81

დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დაახლოებით 40-მილიონ ლარამდე ამცირებს. საპენსიო რეფორმა გავლენას ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზეც – სისტემის ამოქმედების შემდგომ, საბიუჯეტო ხარჯი დაახლოებით 150-მილიონი ლარი იქნება.

როგორც მთავრობა განმარტავს, კონტრიბუციის გაანგარიშება ხდება დარიცხული ხელფასიდან და შემდეგ მოხდება საშემოსავლოს 20%-ის გადახდა. საშემოსავლო დასაბეგრი ბაზის შემცირების გამო, ბიუჯეტში დაახლოებით 17 მლნ ლარამდე ნაკლები თანხა მობილიზდება. ასევე, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ დამსაქმებელს თავის კონტრიბუციის 2% შეუძლია გამოქვითოს შემოსავლიდან და შეამციროს მოგების დასაბეგრი ბაზა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დაახლოებით 23 მლნ ლარამდე შეამცირებს. მთავრობის ინფორმაციით, ჯამურად, სრულ წელზე ბიუჯეტში დაახლოებით 40 მლნ ლარამდე ნაკლები მობილიზდება.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების შემდგომ, საბიუჯეტო ხარჯი 150 მლნ ლარამდე შეადგენს, თუმცა ხარჯი 2018 წელს დაახლოებით 90 მლნ ლარი იქნება, რადგან სისტემა 2018 წლის მესამე კვარტლიდან ჩაირთვება. გარდა ამისა, როგორც მთავრობა განმარტავს, კანონპროექტით განსაზღვრულია საპენსიო სააგენტოს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სააგენტოს ამოქმედებიდან პირველი სამი წელი.

“პირველი წლის სააგენტოს ხარჯი დაახლოებით 5 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც ძირითადად სახელფასო ხარჯს წარმოადგენს, რადგან საინვეტიციო საბჭოს წევრები საერთაშორისო დონის მაღალკვალიფიციური კადრები იქნებიან“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

“დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი განსაზღვრავს დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს ვალდებულებებს საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებით. კერძოდ, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის მინიმუმ 2% ხელფასის იმ მოცულობაზე, რომელიც წლიურად არ აღემატება 60 000 ლარს. ამასთანავე, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის სახელით დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის მინიმუმ 2% ხელფასის იმ მოცულობაზე, რომელიც წლიურად არ აღემატება 60 000 ლარს.

გარდა ამისა, დასაქმებულის სასარგებლოდ, სახელმწიფო ვალდებულია დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის 2%, ხელფასის იმ მოცულობაზე, რომელიც არ აღემატება 24 000 ლარს წელიწადში, ხოლო დაუბეგრავი ხელფასის 1% – ხელფასის 24 000-დან 60 000 ლარამდე მოცულობაზე.

თვითდასაქმებულისათვის სქემაში ჩართვის შემთხვევაში, მინიმალურ კონტრიბუციას წარმოადგენს მისი დასაბეგრი შემოსავლის 4%. თვითდასაქმებულის სასარგებლოდ სახელმწიფო გადარიცხავს თვითდასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე თვითდასაქმებულის დასაბეგრი შემოსავლის ორ პროცენტს (2%) თანხის იმ მოცულობაზე, რომელიც არ აღემატება თვითდასაქმებულის მიერ წლიურად დასაბეგრი შემოსავლის სახით მიღებულ 24 000 ლარს, ხოლო 1%-ს თვითდასაქმებულის მიერ წლიურად დასაბეგრი შემოსავლის სახით მიღებულ თანხაზე 24 000-დან 60 000 ლარამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g