22 მარტს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემის, „გზაჯვარედინი“ მთავარი თემა სხვადასხვა ნეგატიური ზემოქმედებები და მათთან ბრძოლის მეთოდები გახლდათ. ანზორ ოდიშარიამ „არ დაიდარდოს“ მსმენელს საინტერესო ინფორმაციები და რეკომენდაციები გაუზიარა.
ანზორ ოდიშარია: ახლა ძალიან საინტერესო პერიოდში ვართ და ასევე საინტერესო პერიოდები გველის წინ. ეს პოზიტიური ენერგია ზრდადი დაახლოებით 21 ივნისამდე იქნება, პიკი 21-დან 24 ივნისამდე იქნება, შემდეგ კი ნელ-ნელა კლებას დაიწყებს.
ვიცი, რომ ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე იგეგმება თქვენს ცენტრში, „ასპიროზა“ და მინდა, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ.
კი, ხვალ სტუმრად ჩამოდის ჩემი ესტონელი კოლეგა, ეზოთერიკოსი, რომელიც კონკრეტულად ჯანმრთელობის მიმართულებით მუშაობს. შესაბამისად, ჩვენ ვიწყებთ იმ ადამიანების მიღებას, ვისაც სურთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოისწორონ, გაიუმჯობესონ და მათთვის სასურველ შედეგს მიაღწიონ. ასევე დაიწყო ახალი, ბნელ ძალებთან ბრძოლის კურსი, რომელიც ადამიანებს ასწავლის, როგორ დაიცვან თავი ნეგატიური ზემოქმედებისგან, ჯადოსგან, თვალისგან, წყევლისგან ან როგორ გამოასწორონ აღნიშნული პრობლემები.
როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ რაღაც ნეგატიური ზემოქმედების, ჯადოს, წყევლის თუ ა.შ. ქვეშაა?
ამის მიხვედრა რთული არ არის. ზოგადად, ჯადო ძალიან იშვიათია და ძალიან უცნაურია ის ფენომენი, რომ ყველა ჯადოს აბრალებს თავის პრობლემებს, თუმცა არც ეს არის შემთხვევითი. ნახეთ, რასთან გვაქვს საქმე, ჩვენი აურა, ჩვენი ენერგეტიკა, ის სხეული, რომელსაც ვერ ვხედავთ, თუმცა ჩვენზე ზემოქმედებს, ქმნის ჩვენს ცხოვრებას. შესაბამისად, როცა ადამიანს ენერგეტიკა დაბინძურებული, დაბლოკილი აქვს, მისი ცხოვრების ხარისხი, ფიზიკური თუ სულიერი მდგომარეობა, არის ასეთივე, ანუ დაბინძურებული, დათრგუნული. ამიტომაც თუ ადამიანი ენერგეტიკულად ჯანმრთელი არ არის, ის ფიზიკურად ჯანმრთელი ვერ იქნება. ჩვენ ნეგატიურ ენერგიებს ვიღებთ და აგროვებთ, შეიძლება, ჩვენვე გავთვალოთ და დავწყევლოთ საკუთარი თავი. ენერგეტიკაზე ზემოქმედებენ გარკვეული ნივთებიც და ადგილებიც. შეჩვენება და ცუდი ინფორმაცია ადამიანის სულს ვნებს, ჩვენს ირგვლივ კი ძალიან ბევრია ასეთი ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ დაგროვილი ნეგატივი და დიდი დოზით ნეგატიური ინფორმაციები გარკვეული დროის შემდეგ თავისი წონით ჯადოს ზემოქმედებას უდრის. შემდეგ ირთვება ხოლმე პანიკის სიგნალი და ადამიანები იწყებენ გამოსავლის ძებნას. ჯადოს, წყევლის თუ შეჩვენების პირველი ნიშანი არის ის, რომ ადამიანი იკარგება, ის აღარ არის იგივე პიროვნება, მის თვალებში აღარ არის ცეცხლი, ის არ ცოცხლობს, მას არ ეტყობა ხალისი, არის დათრგუნული, დაძაბული. ასეთ დროს ხშირია ხერხემლის, ფეხების ტკივილი. ასეთი ადამიანი თავს გრძნობს გამოყენებულად, მიგდებულად და არასაჭიროდ.
ამ დროს ეზოთერიკა როგორ ეხმარება ადამიანს?
პირველ რიგში, ეზოთერიკა არ არის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ყველას და ყველაფერს შველის. როცა შენ ეზოთერიკოსთან მიდიხარ, ის პირველ რიგში იმ დარღვევას ხედავს, რაც ყველაზე მთავარია. გარკვეული მანიპულაციებით, მაგალითად, ენერგეტიკული ზემოქმედებით, კოდირებით, ლოცვით, მედიტაციით და სხვა უამრავი საშუალებით ხდება ამ ნეგატივის გადაგდება. ეს ასე ვთქვათ პირველადი დახმარებაა, მთავარი მერე იწყება. მნიშვნელოვანია, თუ რით შეავსებს ადამიანი ამ ყველაფერს, დაიწყებს თუ არა სწორად მოქცევას და ცხოვრებას. შედეგი მაშინ იქნება, თუ ამ ყველაფერს სწორად მივყვებით.
გადაცემის აუდიოჩანაწერი