LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაგვეღუპა ჩვენი ღიმილის ბიჭი, მეათეკლასის მოსწავლე…“ – ივანდიდის საჯარო სკოლა ტრაგიკულად გარდაცვლილ მოსწავლეს ემშვიდობება

283
მათე ლეთოდიანი

ივანდიდის საჯარო სკოლის დირექცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეათე კლასის მოსწავლის, მათე ლეთოდიანის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

სკოლის სამძიმრის წერილში აღნიშნულია, რომ მათე ლეთოდიანი ყველასთვის ცნობილი იყო როგორც „ღიმილის ბიჭი“ და სკოლისთვის მისი დაკარგვა მძიმე დანაკლისია.

„მათე, ჩემო ნაადრევად გაფრენილო, როგორი ტკივილი ხარ, როგორ გადავიტანოთ უშენობა“ – ხონში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილ 16 წლის მოზარდს ემშვიდობებიან

არსებული ცნობით, მოზარდი მოტოციკით ელექტრობოძს შეეჯახა, არსებული ცნობითვე, არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„ივანდიდის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური საზოგადოება, მოსწავლეები, მშობლები იუწყება რომ ტრაგიკულად დაგვეღუპა ჩვენი ღიმილის ბიჭი, მეათეკლასის მოსწავლე მათე ლეთოდიანი.

სასკოლო საზოგადოება გულისტკივილით, გულწრფელი ცრემლებით ემშვიდობება ჩვენს ნაადრევად გაფრენილ ვაჟკაცს და ამ გაუსაძლის მწუხარებაში თანაუგრძნობს ჭირისუფალთ!“

არსებული ცნობით, მოზარდი მოტოციკლს მართავდა, რა დროსაც ელექტრობოძს შეეჯახა. არსებული ცნობითვე, არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g