მართალია, ჰოლივუდს მრავლად ჰყავს ვარსკვლავები, ვინც ბავშვობაში დაწყებული კარიერა ზრდასრულ ასაკშიც წარმატებით გააგრძელა, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც დამსახურებული აღიარება საკმაოდ გვიან მოიპოვა.
ლუპიტა ნიონგო – ლუპიტა ნიონგო ყოველთვის აქტიურად ინტერესდებოდა კინოთი – რამდენიმე დოკუმენტური ფილმი გადაიღო კენიაში და დამოუკიდებელი რეჟისორების მოკლემეტრაჟიან ფილმებშიც გამოჩნდა, თუმცა კრიტიკოსების აღიარება და პუბლიკის სიყვარული მხოლოდ ოსკაროსან ფილმში „მონობის 12 წელი“ მონაწილეობის შემდეგ დაიმსახურა.
ჯესიკა ჩესტეინი – პირველი სერიოზული როლი ჯესიკა ჩესტეინმა 34 წლის ასაკში, დრამაში „თავი შეაფარე“ შეასრულა და დიდი ხნის ნანატრ პოპულარობასთან ერთად ცნობილი რეჟისორების საინტერესო შეთავაზებებიც მიიღო.
კიმ კეტროლი – მართალია, 1987 წელს ფილმში „მენეკენი“ კეტროლმა მთავარი როლი შეასრულა და კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა, მაგრამ პოპულარობა და მსოფლიო აღიარება მხოლოდ სერიალში „სექსი დიდ ქალაქში“, სამანტა ჯონსის როლის წყალობით მოიპოვა.