LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაგვტოვა არაჩვეულებრივმა ადამიანმა… უმძიმეს დაავადებას ებრძოდა მთელი ჟინით და შემართებით, მაგრამ ვერ გაიმარჯვა…“ – ნინო სურგულაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

1193
ნინო სურგულაძე

მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გარდაიცვალა რუსუდან ინწკირველი – მისი მეუღლის საყვარელი მამიდა, მეცნიერი და საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება.

„დღეს დაგვტოვა რუსუდან ინწკირველმა, არაჩვეულებრივმა ადამიანმა და ქალბატონმა, მეცნიერმა და უბრალოდ ჩემი მეუღლის საყვარელმა მამიდამ. დღეს კონსტიტუციის მიღების დღეა და ამ მოვლენასთან კი პირდაპირი კავშირი ჰქონდა დიდ იურისტს რუსუდანის მამას ბატონ გივი ინწკირველს. დღეს კი ისინი ერთად არიან იმიერ სამყაროში…

ამ ქალბატონმა დიდი სიყვარული დატოვა ქალაქ თბილისში, მეგობრებთან, თანამშრომლებთან და უპირველესად ჩემი მეუღლის და ჩვენი ოჯახის გულში.

ბოლო წლები ის უმძიმეს დაავადებას ებრძოდა მთელი ჟინით და შემართებით, მაგრამ ვერ გაიმარჯვა…

ღმერთმა გაანათლოს მისი უკვდავი სული!

მადლობა სიყვარულისთვის რუსუდან!

პანაშვიდი ხვალ წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში ( ვერის სასაფლაოზე) 16:00 დან 19:00 საათამდე.

დაკრძალვა ასევე წმინდა პანტელეიმონის ტაძრიდან სამშაბათს 14:00 საათზე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g