LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაგვტოვა ჩვენმა ეკამ, მწუხარება განუზომელია…“ – გარდაიცვალა ცნობილი ადვოკატი ეკა კოკიჩაიშვილი

2596
ეკა კოკიჩაიშვილი

იურიდიული კომპანია MKD Law „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – MKD Law-ის ცნობით, გარდაიცვალა ცნობილი იურისტი, ადვოკატი ეკა კოკიჩაიშვილი.

„დაგვტოვა ჩვენმა ეკამ. მწუხარება განუზომელია…“ – წერია სამძიმრის წერილში.

ცნობისათვის, ეკა­ტე­რი­ნე (ეკა) კო­კი­ჩა­იშ­ვი­ლი იურიდიულ კომპანია MKD Law-ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხა­ვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე მუშაობდა.

ეკა­ტე­რი­ნე (ეკა) კო­კი­ჩა­იშ­ვი­ლმა 2012 წელს დაამთავრა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის ფა­კულ­ტე­ტი, 2014 წელს მიიღო თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი , 2015 წელს კი ბუ­და­პეშ­ტში ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები