LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაიბოღმნენ“ – გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

361
BeFunky-collage (1)

„გაკოტრებული ოპოზიცია ხავსს ეჭიდება. აქამდე ამბობდნენ არაფერს აკეთებს ხელისუფლება და ამიტომ არ იქნება კანდიდატის სტატუსიო, ახლა როცა დარწმუნდნენ, რომ მაღალი ალბათობით  ქვეყანა სტატუსს  მიიღებს დაიბოღმნენ“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გადაცემაში „დღის თემა“ ამბობს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნებით საქართველო თუ პირველ ადგილზე არა მოწინავე ადგილზე ნამდვილად არის და არც თუ ისე იშვიათად უსწრებს როგორც კანდიდატ ქვეყნებს, ასევე ევროკავშირის ქვეყნებს.

„კარგად უნდა გავაანალიზოთ ევროკავშირის ხელმძღვანელობის და ევროპელი სახელმწიფოს ლიდერების მესიჯები, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერის ვიზიტების დროს ისმოდა და პირდაპირი მხარდაჭერა იყო.

ასევე მნიშვნელოვანია ევროკომისიის დასკვნები და საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნები ინდექსებთან დაკავშირებით, სადაც საქართველო თუ პირველ ადგილზე არა მოწინავე ადგილზე ნამდვილად არის და არც თუ ისე იშვიათად უსწრებს როგორც კანდიდატ ქვეყნებს, ასევე ევროკავშირის ქვეყნებს. ასე რომ, მაღალი ალბათობით ჩანს, რომ სტატუსი უნდა მიიღოს საქართველომ, ამისი ყველა პოზიტიური გზავნილი არსებობს. ოპოზიციას მივუსამძიმრებთ, მაგრამ საქართველოს მივულოცავთ კანდიდატის სტატუს“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g