LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიდომ მომავალი დისკის ლიდ სინგლი გამოაქვეყნა (ვიდეო)

p01bql8g

დაიდომ 5 წლიანი დუმილი ჯერ კიდევ მაშინ დაარღვია, როცა ახალი სიმღერა Hurricanes გამოუშვა. საინტერესოა, რომ სიახლეს, რომლის რელიზი გასული წლის 12 ნოემბერს შედგა, გუშინ მომავალი სტუდიური ალბომის ოფიციალური ლიდ სინგლი Give You Up მოჰყვა.

Still on My Mind – ფირფიტა, რომელიც რიგით მეხუთე იქნება ინგლისელი შემსრულებლის დისკოგრაფიაში, დღის სინათლეს 8 მარტს იხილავს. ცნობილია, რომ კრებულში 12 ნამუშევარი, მათ შორის: Friends და Have To Stay შევა.

შეგახსენებთ, რომ ჩანაწერის მხარდასაჭერად, დაიდო 15 წლის შემდეგ პირველ საკონცერტო ტურნეში გაემგზავრება. 47 წლის ვარსკვლავი ევროპასა და ამერიკას ესტუმრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები