LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიღალა საზოგადოება პოლიტიკური გარჩევებით, ადამიანები ითხოვენ რეალურ სამუშაო ადგილებს და არა ქარხნიდან ამოშვებულ აბსტრაქტულ კვამლს – აბესაძე

98
oto-abe-1140x570

სანამ ოპოზიციის მხრიდან კონკრეტული ეკონომიკური რეფორმების გეგმა, კრიზისიდან გამოსვლის დეტალური გზები და „რევოლუციური” ეკონომიკური მოდელი არ დაიდება „სადღეგრძელოების” ნაცვლად, იქამდე ნურავის ნუ გაუკვირდება კვლევის შედეგები,  – ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე აცხადებს.

მისი თქმით, მოსახლეობა ითხოვს კონკრეტულ ეკონომიკურ მოდელს, საიდანაც თითოეული მათგანი მიიღებს სარგებელს. „კი, ნამდვილად სწორად გაიგეთ ‼️ ეკონომიკურ „ჯადოსნურ ჯოხს” ითხოვენ“, – დასძენს ეკონომისტი.

მისივე განმარტებით, დაიღალა საზოგადოება პოლიტიკური გარჩევებით. ადამიანები ითხოვენ არგუმენტირებულ გეგმას და შედეგებს:

„საგადასახადო რეფორმა (დეტალურად ახსნილი თუ ეს როგორ მივა თითოეულ ადამიანამდე); მცირე მთავრობის კონცეფცია და ბიუჯეტის ახალი ფორმულირება; საინვესტიციო გარემო; გარე ვალუტის შემოდინება; რეალური სამუშაო ადგილები (არა ქარხნიდან ამოშვებული აბსტრაქტული კვამლი, არამედ რეალური დასაქმება თანამედროვე მოთხოვნებით); სანამ დღის წესრიგი არ გახდება ეკონომიკა იქამდე იქნება ასეთი სურათი“, – ამბობს ოთო აბესაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g