LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაიხსენით შვილები მონსტრი ქმრებისგან! ყველა დედამ მშვენივრად იცის, ვინ ჰყავს გვერდით თავის ქალიშვილს“ – ლანა ნიკოლეიშვილის ემოციური მიმართვა მშობლებს

303
310161299_1179854826210994_7097393163415873867_n

სამოქალაქო აქტივისტის, სალომე ბარკერის დედა, ლანა ნიკოლეიშვილი ქვეყანაში გახშირებული ფემიციდის შემთხვევებს ეხმაურება და მშობლებს მიმართავს.

„გაატანეთ სახლიდან იმედად სიტყვები თქვენს ქალიშვილს დედებო და მამებო ,რომ ნებისმიერ წუთს შეუძლიათ დაბრუნდნენ უკან, თუნდაც შვილთან ან შვილებთან ერთად…

გაატანეთ ეს იმედი მზითვად,

თუნდაც იმ წამს, დედამიწაზე ყველაზე ბედნიერად გრძნობდეს თავს და ეგ ნათქვამი სასაცილოდ მოეჩვენოს,თქვენ მაინც ჩაუდეთ უბეში იმედი,რომ უკანდასაბრუნებელი გზა ყოველთვის ექნება…

სინანული არაფერს შველის..

90% მოკლულ ქალებს,წასასვლელი არსად აქვთ.

ჯერჯერობით, ცოცხლებსაც ეს პრობლემა უდგათ დღის წესრიგში.

დღესვე დაურეკეთ თქვენს შვილებს და დაიხსენით მონსტრი ქმრებისგან!

ყველა დედამ მშვენივრად იცის, ვინ ჰყავს გვერდით თავის ქალიშვილს“, – წერს ლანა ნიკოლეიშვილი.

თელავში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

„ბავშვმა მითხრა, ჩქარა ბებო, დედას კლავსო.. დააჭერინა, იმდენი ეცადეს, რომ გამოაშვებინეს “ – რას ჰყვება თელავში მოკლული ქალის დედა

პაპუაშვილი: წინა წლებთან შედარებით ფემიციდის შემთხვევები შემცირებულია, თუმცა ყოველი ეს ფაქტი შემზარავია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები