LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიხურა თუ არა ობსერვატორია უცხოპლანეტელების გამო

132

ამერიკის შტატ ნიუ-მექსიკოში ობსერვატორია ორი კვირით დახურეს.  ამ ხნის მანძილზე შენობაში თანამშრომლებსა და სტუმრებს არ უშვებდნენ, ადგილზე კი FBI მუშაობდა.

ინტერნეტში რამდენიმე ვერსია გავრცელდა. მათ შორის ზოგი წერდა, რომ  მიზეზი მზეზე აფეთქებები იყო, ზოგი კი ამტკიცებდა, რომ ეს უცხოპლანეტელებს უკავშირდებოდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ ობსერვატორიის მეცნიერებმა სხვა პლანეტაზე სიცოცხლე აღმოაჩინეს.

რეალურად მიზეზი ბავშვების პორნოგრაფია იყო. უკვე გამოქვეყნდა პროკურატურის მასალა, რომლის მიხედვითაც ობსერვატორიაში გამოძიება ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე თვის წინ სპეცსამსახურებმა ობსერვატორიის კომპიუტერებიდან აკრძალულ კონტენტზე წვდომის მცდელობა დააფიქსირეს. აგვისტოში დაწესებულების თანამშრომლები დაკითხეს და მათ მიუთითეს ნოუთბუქზე, რომლიდანაც ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველ საიტებზე შედიოდნენ.  ნოუთბუქზე წვდომა კი მხოლოდ დამლაგებელს ჰქონდა.

ოფიციალური ბრალდება ობსერვატორიის დამლაგებლისთვის ჯერ არ წაუყენებიათ. პოლიციაში განაცხადეს, რომ გამოძიება გრძელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g