კონცერნ Daimler-ის ხელმძღვანელმა დიტერ ცეტშემ ახალი თაობის ჰეტჩბეკ Mercedes-Benz A-Class-ის ფოტო წარმოადგინა – ის მთლიანად კომუფლაჟშია ”გამოწყობილი”. გამოსახულება, რომელიც ტესტ-დრაივისას არის გადაღებული, სოცქსელ LinkedIn-ში განათავსა.
როგორი იქნება მომავალი A-Class, მხოლოდ კონცეპტ Concept A Sedan-ის მიხედვით არის შესაძლებელი, რომელიც შანხაის მოტორშოუზე იყო წარმოდგენილი. ახალ მოდელში ყველაზე თვალსაჩინო ”დაკუნთული” კაპოტი და მსხვილი რადიატორის ჩარჩოა.
ახალი მოდელი სერიულად 2018 წლიდან ჩაეშვება.