LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაინფიცირდა 1 808, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5,17 % – განახლებული კოვიდსტატისტიკა

56
Novel coronavirus 2019 nCoV pcr diagnostics kit. This is RT-PCR kit to detect presence of 2019-nCoV or covid19 virus in clinical specimens. In vitro diagnostic test based on real-time PCR technology

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 979 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 711 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 268 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 808 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 386 195-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5,17 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4,5 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 4,86 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 361 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 363 318-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 538 პირი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g