საქართველოში კორონავირუსის 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა – 5 პაციენტი, ხოლო 592 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა – 13 061 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 714, ხოლო PCR ტესტით – 3 347.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,66%, ბოლო 14 დღის – 2,88%, ბოლო 7 დღის – 2,24%-ია.
2 აპრილს აიცრა 61 ადამიანი.