საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 273 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი, ხოლო 577 პირი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი: 1,31%, ბოლო 14 დღის – 2,2%, ბოლო 7 დღის – 1,82%-ია.
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 20 782, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 761, PCR ტესტით – 2 021
- სულ აცრილია – 2 864 300, დღიურად აცრილია – 577
ინფიცირების 273 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 101 შემთხვევა, აჭარაში – 17, იმერეთში – 37, ქვემო ქართლში – 19, შიდა ქართლში – 21, გურიაში – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 17, კახეთში – 21, მცხეთა-მთიანეთში – ექვსი, სამცხე-ჯავახეთში – ექვსი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – შვიდი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 3 625 საიდანაც, 439 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 240, აჭარაში – 23, იმერეთში – 85.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 111 პირი, მათ შორის, თბილისში – 71, აჭარაში – 15, იმერეთში – 9. 3 186 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
