საქართველოში კორონავირუსის 5924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 523 022-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.93% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.72%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 777 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 458 265.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 891 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 2 302 შემთხვევა,
- აჭარა – 629,
- იმერეთი – 803,
- ქვემო ქართლი – 376,
- შიდა ქართლი – 381,
- გურია – 157,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 412,
- კახეთი – 537,
- მცხეთა-მთიანეთი – 165,
- სამცხე-ჯავახეთი -77,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 85.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 840 საიდანაც 7 410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 153, აჭარაში – 1 036, იმერეთში – 1 112.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 568 პირი, მათ შორის, თბილისში – 631, აჭარაში – 166, იმერეთში – 344. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში – 221, აჭარაში – 43, იმერეთში – 24.
3 320 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 545 – თბილისში, 1 244 – აჭარაში.
47 110 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 116 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 114, ხოლო აჭარაში – 2.
სულ 6 ოქტომბრიდან – 23 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 101 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 771 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 30 012, პირი, აჭარაში – 8 246, იმერეთში – 4 553.
ტით.