დრეიკი და სერენა უილიამსი ცდილობენ, რომანის შესახებ რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია გააჟღერონ. თუმცა, მუსიკოსი სპორტსმენის ყველა თამაშს ესწრება და ამას პაპარაცებიც მომენტალურად აფიქსირებენ.
ჟურნალ OK!-ს ცნობით, სექტემბერში, US Open-დან გამოვარდნის შემდეგ, დრეიკმა საყვარელი ქალი ტორონტოში წაიყვანა და ხელისა და გულის თხოვნით ანუგეშა. სპორტსმენმა, ბუნებრივია, თანხმობით უპასუხა. წყაროს ცნობით, წყვილი არ ჩქარობს ამ ამბის გახმაურებას.