საქართველოს ფოსტა აცხადებს საჯარო ინტერესს და ქვეყნის მასშტაბით სათანამშრომლოდ იწვევს დაინტერესებულ სუბიექტებს (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ), შპს საქართველოს ფოსტის ბრენდის ქვეშ საფოსტო გზავნილების მიღებისა და გაცემისათვის.
პოტენციურ კონტრაქტორს უნდა გააჩნდეს საფოსტო პროდუქტის ადმინისტრირებისათვის სამუშაო ოფისი, შესაბამისი ტექნიკური საშუალებები და სამუშაო გამოცდილება.
მსურველებთან მოხდება ფოსტის წარმომადგენლების შეხვედრა მეტი ინფორმაციისა და კონკრეტიზაციის მიზნით.
საქართველოს ფოსტის მიერ დადგენილი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მხარეებს შორის გაფორმდება გრძელვადიანი ხელშეკრულება.
დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ: 032 2 224 09 09 (170), ელ.ფოსტა: [email protected].