მსახიობი ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებას პასუხობს და ამბობს, რომ მისი ყოფილი მეუღლე ტყუის.
ამასთან, ზანგური აღნიშნავს, რომ ნინუცა მაყაშვილმა აღნიშნული განცხადებები 5 ათასი ლარის გამო თქვა.
“დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები, რომ გამოძიებას გავცე პასუხები.
მანამდეც მყოლია ცოლი, ნინუცა მაყაშვილამდე და მის მერეც მყავს მეუღლე, არცერთი ასეთ რამეს არც იგონებს, არც ადასტურებს” – ამბობს “კურიერთან” ბესო ზანგური.
შეგახსენებთ, გადაცემა “ფარულ კონვერტში” ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც. ნინუცა მაყაშვილის თქმით, სწორედ ოჯახური ძალადობა გახდა წყვილის განქორწინების მიზეზი.
თამარ მაყაშვილი: „მე მისთვის პირადადაც მაქვს ნათქვამი და შეგიძლიათ ასე დაწეროთ – ბესო ზანგური არის ნაძირალა!..“
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ბესო ზანგურის ბობოქარი პირადი ცხოვრება, ხუთი შვილი და თვითმკვლელობის მცდელობა