LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაჯგუფება „ნაცისტების“ წევრია.. სტა­ტუ­სი დაუწერია უნდა მოვ­კლაო..“ – რას ამბობს თბილისში დაჭრილი 16 წლის მოზარდის დედა

367
Capture

თბილისში 16 წლის ბიჭის დაჭრეს – ეჭვმიტანილი 14 წლის მოზარდია.

„კუ­რი­ე­რი“ დაჭ­რი­ლის დე­დას ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პირი, რო­მე­ლიც მის შვილს თავს და­ეს­ხა, „ნა­ცის­ტუ­რი“ დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რია. მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი კი თავ­დას­ხმის მო­მენ­ტში ნიღ­ბე­ბით იყ­ვნენ.

„ეს ბავ­შვი არის, რა­ღაც დაჯ­გუ­ფე­ბაა „ნა­ცის­ტე­ბის“ წევ­რი, დაჰ­ყვე­ბათ გოგო. სამი წლის უკან ზუს­ტად არ ვიცი რა მოხ­და, შე­მოხ­ლა მოხ­და და სკო­ლა­ში მო­ა­ყე­ნა ნიღ­ბი­ა­ნი ბი­ჭე­ბი. მერე თით­ქოს ჩა­წყნარ­და ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ სულ ემუქ­რე­ბო­და, ოღონდ დიდი ბი­ჭე­ბით, მაგ­რამ რო­გორც ვხვდე­ბი ბი­ძამ ყვე­ლა­ფე­რი იცო­და.

გიოს ვერ იტან­და. და­ი­ნა­ხა­ვენ ვი­ღა­ცას, თუ არ მო­ე­წო­ნათ შე­იძ­ლე­ბა დანა გა­უ­ყა­რონ. ჩემს შვილ­თან რა უნ­დო­და არ ვიცი. იმი­ტომ, რომ ეს ბავ­შვი გა­და­ვი­და ამ სკო­ლი­დან. მერე, თურ­მე და­უ­წე­რია სტა­ტუ­სი უნდა მოვ­კლაო. როცა გა­ი­გო, რომ ჩვენ ეს ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვი­ვი­და, უცებ აიღო სტა­ტუ­სი“, – გა­ნა­ცხა­და დაჭ­რი­ლის დე­დამ.

თბილისში 16 წლის ბიჭის დაჭრეს – ეჭვმიტანილი 14 წლის მოზარდია: „გიორგი ბლიაძეს თავს რამდენიმე პირი მაშინ დაესხა, როცა ძმასთან ერთად გადაადგილდებოდა. თავდამსხმელებს, ერთი პირის გარდა, სახეზე ნიღაბი ჰქონდათ ჩამოფარებული“

16 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა – რას ამბობს ექიმი თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე დაჭრილ ბიჭზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g