LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკარგული სამუშაო ადგილების მიხედვით ვლიდერობთ რეიტინგებში, არც ერთი ჭკუათმყოფელი ინვესტორი აქ ფულს აღარ ჩადებს – ბიზნესი

78
12345

„როცა გყავს 500 ათასამდე სოციალურად დაუცველი და როცა დაკარგული სამუშაო ადგილების მიხედვით ვლიდერობთ რეიტინგებში, არც ერთი ჭკუათმყოფელი ინვესტორი აქ ფულს აღარ ჩადებს”, – ამის შესახებ ლევან ყარალაშვილი აცხადებს.

“თბილისი ცენტრალის” გენერალურმა დირექტორმა გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში თქვა, რომ საქართველოს უკვე უთანაბრებენ აფრიკის ყველაზე ჩამორჩენილი დონის ქვეყანას.

როგორც ყარალაშვილი განმარტავს, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები უარყოფითად მოქმედებს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და ინვესტორებს უხშობს იმ „ფრთხილ ოპტიმიზმსაც” კი, რომელიც ბოლო თვეებში ეკონომიკის გახსნის შემდეგ გაუჩნდათ.

„ზოგადად, ბიზნესი ყოველთვის არის ოპტიმისტი, სულ უკეთესის მოლოდინი გვაქვს. ასე იყო პანდემიის დროსაც და როცა გაზაფხულიდან გამოცოცხლება დაიწყო, ვთქვით, რომ პანდემია მალე დასრულდება. დავიწყეთ მუშაობა პროექტებზე და ფრთხილი ოპტიმიზმი გვქონდა. მარტო ჩვენი ჯგუფი ევროპელ ინვესტორებთან ერთად განიხილავდა 60 მილიონი დოლარის პროექტებს, რომლებიც ეხება ლოგისტიკას, დეველოპმენტს, თუმცა დღეს რაც ხდება, ეს ფრთხილი ოპტიმიზმის სივრცესაც არ ტოვებს. როცა მედია ამხელა ზეწოლის ქვეშ არის, მოსახლეობა ქუჩაში დარბის და ძალადობს, მათ შორის ტურისტებზე. აქ რა ინვესტორს უნდა ველაპარაკო?!”,- აცხადებს ლევან ყარალაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g