სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია დაკარგული ბავშვის შესახებ. როგორც ბიჭუნას დედის მეგობარი, ცხვირავაშვილი წერს, პატარას დიაგნოზი აუტიზმია და მასთან კომუნიკაციის დამყარება რთულია:
“მეგობრებო, დაიკარგა ეს ბიჭი დაახლოებით 2 საათის წინ ნახეს ბოლოს სამგორის მეტროს ტერიტორიაზე. ბავშვი არ ლაპარაკობს და შესაძლოა, მასთან კომუნიკაციაც კი ვერ დაამყაროს მპოვნელმა. აცვია შავი ზედა და ნაცრისფერი შარვალი და ზურგჩანთით არის. გთხოვთ ყველამ გააზიარეთ და ნებისმიერი ინფორმაციით დამიკავშირდით ან მე ან ბავშვის დედას 574-057-044”.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ პატარა ბიჭუნა იპოვეს. როგორც პოსტშია აღნიშნული, ის ავტობუსში იჯდა და მძღოლმა მიიყვანა მშობელთან. ოჯახის ახლობლები ყველას მადლობას უხდიან ინფორმაციის სწრაფი გავრცელებისთვის, რომელიც ბავშვის პოვნაში დაეხმარათ.