ბათუმში ახალგაზრდა კაცს, საბა ხარებავას ეძებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
“გთხოვთ ყურადღება!
საბა ხარებავა, 36 წლის, დაიკარგა 13 აგვისტოს, ბათუმში, საღამოს 7 საათზე. მას შემდეგ ოჯახს არ დაუკავშირდა.
ოჯახი დიდი შეშფოთებით ეძებს მას და თითოეული ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
დაკარგვის დღეს ეცვა: შავი შარვალი და შავი პერანგი (მკლავებზე აკეცილი), შავი ადიდასის ბოტასები.
თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ დაუკავშირდეთ: 555 455 670 ან 558 656 911
გთხოვთ ყურადღებით დაათვალიეროთ ფოტო, რომელიც პოსტს ერთვის.
თქვენი გაზიარება და დახმარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია — თითოეული ნაბიჯი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს,“ – აღნიშნავენ სოცქსელში.
