სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდა. როგორც მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შესვლამდე განაცხადა, მას არაფერი ჩაუდენია და შესაბამისად, დაკავებას არ ელოდება.
“დაკავებას არ ველოდები, იმიტომ რომ არანაირი დანაშაული არაა ჩადენილი და არც არის მცდელობა. დასაკავებელი აქ ძალიან ბევრი ადამიანი ზის. ვისაც დაუშავებია მთელი საქართველოს წინაშე, სისხლში გასვრილი ხელებით აქ სხედან, მე კი არაფერი ჩამიდენია,” – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
გომელაურის უწყება პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული ახალგაზრდის მამას, სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის დაგეგმვაში ადანაშაულებს.
ხელისუფლების მიზანია „თემირლანის საქმე ჩაწყნარდეს“.
ეს ჩემი ფიქრებია, როცა სუს-ს მდგომარეობიდან გამოვყავარ - მაჩალიკაშვილი
უწყებამ რამდენიმე დღის წინ ფარული აუდიო ჩანაწერიც გაავრცელა, თუმცა მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ სუს-ს მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს.
მაჩალიკაშვილის მტკიცებით, უმძიმესი ბრალდებებით, ხელისუფლება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გადაფარვას და პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების შეწყვეტას ცდილობს.
ადგილობრივები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდობლობას უცხადებენ
შეწყვიტონ ტერორიზმთან ხეობის დაკავშირება - მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია დუისში
სუს გამოძიებას ტერორისტული თავდასხმის მომზადების მცდელობის მუხლით აწარმოებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, სადაც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს ესაუბრება და სოსო გოგაშვილის მიმართ თვალთვალს სთხოვს. საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რომელიც ჩანაწერში ფიგურირებს.