„თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულის გიორგი ოძელაშვილის ადვოკატი ანა ჟღენტიაცხადებს, რომ „დაკავებულები გმირები არიან და ისინი გირაოს სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდნენ“.
მისივე განცხადებით, ოძელაშვილი არსად შეჭრილა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ავიდა და ჩამოხსნა ის, რაც არ მოსწონდა. ადვოკატის თქმით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მხრივ, სჯობს სასამართლო დაკავებულების მიმართ ლოიალური იყოს. ჟღენტის განცხადებით, თუკი, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ, ის სახლიდან არ გამოვა, „პადვალშიც“ კი ჩაკეტავს თუ მისი სურვილი იქნება.
ადვოკატის თქმით, დაკავებულები გმირები არიან და ის მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავდებში უდგება, რომ არაფერს დააშავებს.
მისივე განცხადებით, ოძელაშვილი 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდეს. ადვოკატის თქმით, ეს თანხა ემიგრანტებმა შეუგროვეს.