LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავებული გიორგი მინდაძის დედა: „დედა არასდროს იტყუება… მოწმეც არის, რომ შემოვიდნენ და ხელიდან წამართვეს“

201
გიორგი მინდაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის, 21 წლის გიორგი მინდაძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. 

21 წლის გიორგი მინდაძე, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გიორგი მინდაძეს გამოძიება პოლიციელზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელზე თავდასხმას ედავება.

ვიდეო: ,,როცა დაიჭირეს, ხელი გვეკიდა ერთმანეთზე და ხელიდან გაგვწიწკნეს…ნამდვილი პატრიოტი ასე უნდა იქცეოდეს. უნდა ასულიყო წინა ხაზზე და მეტიც უნდა გაეკეთებინა“ – 21 წლის გიორგი მინდაძის დედა

სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ ექსპერტი ეკატერინე ყუფარაძე და შსს-ს მთავარი სამმართველოს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი სოფიკო ლოლაძე.

სოფიკო ლოლაძის თქმით, 2024 წლის 29 ნოემბერს გამოძიება დაიწყეს პოლიციელზე თავდასხმის შესახებ, საგამოძიებო ჯგუფმა დაათვალიერა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ ისვრის გიორგი მინდაძე პიროტექნიკას და მისი თქმით, პოლიციელზე თავდასხმას ახორციელებს. სოფიკო ლოლაძის განცხადებით, აღნიშნულის შედეგად პოლიციელმა ფეხი დაიზიანა, მისი თქმით, შემთხვევა 9 აპრილის ქუჩაზე მოხდა.

სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა მოწმე სოფიკო ლოლაძე ჰკითხა, დაათვალიერა თუ არა, როგორც გამომძიებელმა შემთხვევის ადგილი, რაზეც მან უპასუხა, რომ არა, შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებია, რადგან „ჩავთვალეთ რომ იმ ეტაპზე არ იყო საჭირო“.

„გამოძიების პროცესში იდენტიფიცირდა გდდ-ს თანამშრომელი, რომელმაც დაადასტურა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას ბრალდებულმა მის მიმართ განახორციელა პიროტექნიკის სროლა და დაზარალებულმა როგორც მახსოვს, მიიღო მარჯვენა ფეხის დაზიანება.

გიორგი მინდაძეს კი უწყება ჩაბარდა და თავისივე ფეხით გამოცხადდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში“ – თქვა სოფიკო ლოლაძემ.

როგორც გიორგი მინდაძის დედამ, ნანი წულაიამ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სინამდვილეში მისი შვილი პოლიციელებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ნათესავთან სტუმრად იყოფებოდნენ.

„ამის შემდეგ რა უნდა ვთქვა? ხმამაღლა ვამბობ, არაფრის მერიდება.

ბავშვი, რომელიც სტუმრად იყო წილკანში თავის ბიძაშვილთან, დედასთან ერთად, დედას ხელიდან წაართვეს და რანაირად მივიდა გიორგი უწყებით? როგორ გამოცხადდა? ეს ხომ ფაქტია, მოწმეც არის და საიდან წამოიყვანეს, რომ შემოვიდნენ ზორბები, ხელიდან რომ წამართვეს და მანქანამდე მე რომ მივაცილე.

დედა ვიტყუები? დედა არასდროს მოიტყუება, მიუხედავად იმისა, თუ არ ვარ ნამდვილი დედა, მაინც არ მოვიტყუები და გიორგიც არასდროს მოიტყუება“, – განუცხადა ნანი წულაიამ „ტვ პირველს“ და თქვა, რომ გიორგი მინდაძე საკუთარი ფეხით არასდროს მისულა პოლიციის განყოფილებაში.

„არასდროს… ჩვენი სამართალი რაც არის არ ჭრის, ჩვენი სამართალი არაფერი არ არის“, – თქვა გიორგი მინდაძის დედამ.

„facebook-ზე ვნახე ვიდეო… ეს ჩავთვალე სამართალდარღვევად, ტელეფონზე ლინკი ჩამოვტვირთე და პატაკის სახით ხელმძღვანელობას მოვახსენე“ – რა თქვა პოლიციელმა, რომელიც მინდაძის საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხა

📌 დედა არასდროს მოიტყუება! – სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის დედა

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025

ცნობისათვის, გიორგი მინდაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს – მას ედავებიან, რომ 29 ნოემბერს, პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც მან ფეხზე დაზიანება მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g