გადაცემას „რადიო დუეტი“ მიშა ანდღულაძე და თამუნა ლეკვეიშვილი ესტუმრნენ. 20 და 21 დეკემბერს, ქერის უბნის, კომედი შოუსა და ვანოს შოუს საახალწლო კონცერტები გაიმართება. სწორედ ამიტომ, არ დაიდარდოს მიშა ანდღულაძე და თამუნა ლეკვეიშვილი ესტუმრნენ. გადაცემა ძალიან მხიარულად წარიმართა.
თამუნა, ჩვენს საეთერო ბადეში არის სიმღერა, რომელსაც მეუღლესთან ერთად მღერი, რატომ არ აქტიურობ?
მიშა: – პირად ამბებზე სხვა დროს ისაუბრეთ…
თამუნა: – მაგაზე მე და გიგი მოგვიწვიეთ და ვისაუბრებთ. ახლა კონცერტებზე მოგიყვებით. 20 და 21 დეკემბერს გაიმართება „კომედი შოუს“ საახალწლო კონცერტები. იქნება ბევრი მუსიკალური ნომერი, იქნება ვანოს შოუს ბლოკი.
მიშა: – მე და თამუნა ვიქნებით კონცერტში, მოლაპარაკებები დიდ ხანს გაგრძელდა და დაგვითანხმეს. ჩვენ და ჯეიმს ბრაუნს გვაქვს ასეთი ახირება – კონკრეტული ბრენდის ფენი გვინდოდა. რაც შეეხება კონცერტის ხანგრძლივობას, დამოკიდებულია სიცილებზე. ჩვენ გვყავს 8 წლის გოგონა თიკო ბულია, ეს ჩვენი აღმოჩენაა და მისგან ამდენს არ მოველოდით. ის იმდენად მაგარია, რომ კონცერტს იწყებს. ეს იგივეა, სააკაშვილმა ვარდების რევოლუცია რომ დაიწყო – აი ამას გრძნობს ადამიანი, ვინც იწყებს კონცერტს. გვეყოლება კიდევ ერთი განსაკუთრებული სტუმარი, მაგრამ არ ვიტყვით. იქნება ქორეოგაფიული ნომრებიც. მარინა და ზოია იმღერებენ აუცილებლად, ისინი შეცვლილი იმიჯით გამოვლენ მაყურებლის წინაშე.
როგორ შეაჯამებთ გასულ წელს?
მიშა: – მე ამ წელს ვერ შევაჯამებ, მე მინდა საუკუნე შევაჯამო.
თამუნა: – ცუდი არ იყო, მაგრამ უკეთესი გვინდა.
მიშა: – შარშანდელი კონცერტი ძალიან კარგი იყო და ბევრმა მსურველმა ვერ შეძლო მოსვლა. წელს უკეთესი კონცერტი გვაქვს. რთული იყო 2017 წელი მთელი ტელევიზიისთვის.
სად ხვდებით ახალ წელს?
თამუნა: – მე ბათუმში, მარინა და ზოია მღერიან ახალ წელს.
მიშა, სულ ფორმაში ხარ…
დიახ, თავს ვუვლი, ქალბატონი ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდეს.
დღეს მარინასა და ზოიას სიმღერის პრემიერაა – „დაკეცილი ღაბაბი“…
მიშა: – სულაც არ არის ეს სიმღერა სხეულის ნაწილებზე. ეს არის ჩვენი ერის კულტურა, გეოპოლიტიკური მდგომრეობა, თუ როგორ ვყავართ მტრებს დაკეცილები.
თამუნა: – ტექსტი მიშა ცინცაძესა და ჩვენს სცენარისტებს ეკუთვნის. სიმღერა პაატა სილაგაძესთან ჩაიწერა, მასვე ეკუთვნის არანჟირება.
მარინა და ზოია – დაკეცილი ღაბაბი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მიშა ანდღულაძე & თამუნა ლეკვეიშვილი. “კომედი შოუ”. გადაცემა “რადიო დუეტი”.
ფოტოები