LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაკეტე ქუთაისი, შენც დაისვენე და ჩვენც დაგვასვენე” – გოგი წულაია ივანიშვილს ბოქლომს უგზავნის

142
gogi-culaia

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანა-თავმჯდომარე გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილს ბოქლომს უგზავნის. წულაიამ  პერფორმანსი ქუთაისის ახალ საერთაშორისო უნივერსიტეტთან გამართა, სადაც მისი თქმით, ჭაობია.

როგორც ოპოზიციის წევრი აცხადებს, რომ ქუთაისში ტურიზმი “მკვდარია” და არ აქვს იმედი, რომ ახალი უნივერსიტეტი ქალაქს პერსპექტივას მოუტანს.

წულაია მიმართავს ივანიშვილს დაკეტოს ქალაქი, ვინაიდან, მისი თქმით, არაფორმალურმა მმართველმა ქუთაისს პარლამენტი, მთავრობის სახლი, სემეკი, საავტომობილო დეპარტამენტი, კონტროლის პალატა  წაართვა და ჭაობთან მდებარე უნივერსიტეტის იმედად დატოვა.

“აქ უნდათ ამერიკიდან და ჰოლანდიიდან სტუდენტები ჩამოიყვანონ და ასწავლონ. ეს იქნება საერთაშორისო? ამ ჭაობში? ყველაფერი წაიღეს, არაფერი არ დატოვეს. მკვდარია ტურიზმი, ყველაფერი მკვდარია და ამ ინსტიტუტის იმედად უნდა ვიყოთ? ეს ხეირს როდის მოგვცემს ღმერთმა იცის.

დაკეტე ქალაქი, შენც დაისვენე და ჩვენც დაგვასვენე. ვუგზავნი ამ ბოქლომს და ჯაჭვს ბიძინას და პარტია “ქართული ოცნების” ოფისშიც ვაგზავნი ფოსტით. დაკეტოს ქუთაისი და გვეცოდინება მაინც, რომ დაკეტილია” – აცხადებს გოგი წულაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g