ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ ინგლისი მომავალი კვირიდან კოვიდის მართვის გეგმა B-ზე გადადის.
„- დახურულ სივრცეში სავალდებულო ნიღბების ტარების გაუქმებას;
– დისტანციური მუშაობის მოწოდების გაუქმებას;
– კოვიდ პასპორტის სავალდებულოობის გაუქმებას, ამ რეგულაციის მხოლოდ კერძო ორგანიზაციების პრეროგატივად დატოვებას.
პ.ს. ბრიტანეთი შემთხვევით არაფერს აკეთებს, მათი წყალი გადმოგვსხმოდეს. შეხსენებისთვის, ესაა ქვეყანა სადაც მოსახლეობის 90.7% ერთი დოზით აცრილია, 83.5% ორი დოზით აცრილია, ბუსტერული დოზით 63.7% აცრილია“, – წერს კულუმბეგოვი.