LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დახვეწილი ბეზოსი, მომაჯადოებელი სანჩესი – „შანელის“ ჩვენებაზე წლის ყველაზე ელეგანტური წყვილი გამოჩნდა

191
ლორენ სანჩესი

პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში „შანელის“ ახალი კრეატიული დირექტორის, მატიე ბლაზის, დიდი ხნის ნანატრი სადებიუტო კოლექცია წარადგინეს.

დიზაინერის მხარდასაჭერად და „კოსმოსურ წვეულებაში“ მონაწილეობის მისაღებად A კლასის ცნობილი სახეები გამოჩნდნენ, მათ შორის ნიკოლ კიდმანი ქალიშვილებთან, სანდეი როუზთან და ფეით მარგარეტთან ერთად, პენელოპა კრუზი, მარგო რობი, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მეუღლესთან, ლორენ სანჩესთან ერთად, ტილდა სვინტონი, ლილი-როუზ დეპი და დედამისი, ვანესა პარადი, კენდალ ჯენერი, ჯეისონ სტეტჰემის შეყვარებული, როზი ჰანტინგტონ-უაითლი და სხვები.

55 წლის ლორენ სანჩესმა ჩვენებისთვის შავ-თეთრი კორსეტის კაბა შეარჩია, ხოლო 61 წლის მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა, კლასიკური შავი კოსტიუმი.

ლორენ სანჩესი „ვივიენ ვესტვუდის“ მეწამული კაბით – ჯეფ ბეზოსის საყვარელი ქალის ეფექტური გამოჩენა

„შეხედეთ ჯეფის სახეს“ – საყვარელი ქალისთვის გაახალგაზრდავებული – ლორენ სანჩესმა ჯეფ ბეზოსს პლასტიკური ოპერაცია გააკეთებინა

ჯეფ ბეზოსი შეპყრობილია მეუღლით და სურს, ლორენ სანჩესმა „ბონდის გოგონას“ როლი შეასრულოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები