გასულ კვირას, ცნობილი გახდა, რომ დაკოტა ჯონსონი და Coldplay-ის ფრონტმენი, კრის მარტინი რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდნენ. ინსაიდერის ცნობით, წყვილი კარიერულმა გზებმა და განსხვავებულმა პრიორიტეტებმა დააშორა.
სულ ცოტა ხნის წინ, სანდო წყარომ გამოცემა DailyMail-ს ახალი დეტალები გაუმხილა.
„მათი ურთიერთობა დიდი ხანია დასრულდა, უბრალოდ ამაში საკუთარ თავსაც ვერ უტყდებოდნენ. დაკოტას სურდა, რომ ისინი ერთად ყოფილიყვნენ, რადგან ძალიან უყვარდა კრისი და მისი შვილები. ის დედობაზეც ოცნებობდა. მათი დაშორება ერთ ღამეში არ მომხდარა, ისინი გამუდმებით შორდებოდნენ და რიგდებოდნენ. ზოგჯერ განშორება მონატრებას აძლიერებდა. ახლა დაკოტა განადგურებულია იმით, რომ აღარ შეეძლება იმდენი დროის გატარება კრისისა და გვინეტ პელტროუს შვილებთან. კრისი უკვე სამი წელია ტურნეებშია. ერთ-ერთი მიზეზი მათი განშორებისა სწორედ არასტაბილურობაა“, – ნათქვამია განცხადებაში
დაკოტა ჯონსონი და კრის მარტინი რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ საბოლოოდ დაშორდნენ

