LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკოტა ჯონსონი მილიარდერ ილონ მასკს ხვდება

199

ემბერ ჰერდთან დაშორების შემდეგ ილონ მასკი მოწყენილი დიდხანს არ ყოფილა. როგორც დასავლური ტაბლოიდები წერენ, ახლა მილიარდერი სხვა პოპულარულ მსახიობს, დაკოტა ჯონსონს ხვდება. წყარო იტყობინება, რომ 46 წლის მასკი აქტიურად ხვდება 28 წლის ჯონსონს.

ცოტა ხნის წინ მან ყველა საქმე მიატოვა და რიო დე ჟანეირიოში, დაკოტასთან ჩაფრინდა. რამდენიმე დღის შემდეგ, თვითმხილველებმა მსახიობი ლოს ანჯელესის აეროპორტში, ბრაზილიის რეისიდან მომავალი დაინახეს. პრესაში წერდნენ, რომ ილონ მასკამდე დაკოტა ჯონსოსნს რომანი 46 წლის მსახიობთან, ჯონ ჰემთან ჰქონდა, როგორც ჩანს, გოგონას უფროსი მამაკაცები მოსწონს. რაც შეეხება ილონს, უკვე ყველამ იცის, რომ მას ახალგაზრდა და ლამაზი მსახიობები იზიდავს. ჯერჯერობით ვარსკვლავები კომენტარებს არ აკეთებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები