LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკოტა ჯონსონისა და კრის მარტინის რომანი დადასტურდა (ფოტო)

32

კრის მარტინისა და დაკოტა ჯონსონის რომანის შესახებ გავრცელებული ჭორები საბოლოოდ დადასტურდა. 40 წლის მუსიკოსი და 28 წლის კინოვარსკვლავი ფოტოგრაფებმა შარლ დე გოლის აეროპორტში გადაიღეს. ცნობილი გახდა, რომ წყვილმა პარიზში რამდენიმე დღე გაატარა, თუმცა ამ პერიოდის მანძილზე პაპარაცებისგან დამალვა მოახერხა.

მართალია აეროპორტში შეყვარებულები სხვადასხვა მანქანებით მივიდნენ, თუმცა პაპარაცებმა მათი დაფიქსირება მაინც მოახერხეს. პირველად დაკოტა ჯონსონისა და კრის მარტინის რომანზე ოქტომბერში ალაპარაკდნენ, მას შემდეგ რაც მსახიობი და მომღერალი ლოს-ანჯელესში გამართულ სადილზე ერთად შენიშნეს. მოგვიანებთ კი დაკოტა ჯონსონი არგენტინაში Coldplay-ის კონცერტს დაესწრო. შეგახსენებთ, რომ კრის მარტინი გვინეთ პელთროუსთან დაშორების შემდეგ ჯენიფერ ლოურენს ხვდებოდა. დაკოტა ჯონსონი კი 2016 წელს მეთიუ ჰიტს დაშორდა.ფოტოგალერეა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები