დალაი-ლამა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შესახვედრად მზად არის. CNN-ინფორმაციით, ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერი ლიდერის განცხადებით, იგი არ არის შეშფოთებული ტრამპის ხისტი რიტორიკით, რომელსაც ის წინასაარჩევნო კამპანიისას იყენებდა. დალაი-ლამამ ეს განცხადება მონღოლეთში ვიზიტის დროს გააკეთა.