LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დამაფიცა არავის არ უთხრაო, ტკივილებს ვეღარ გაუძლო და მითხრა…” – 8 წლის გოგონას დედა

11685
6bead104-85b3-4638-ab2d-a81708b69901-640 (2)

8 წლის გოგონას დედამ გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის დეტალებზე “რუსთავი2”-თან ისაუბრა.

„როცა ტკივილებმა შეაწუხა ბოლოს, ვეღარ გაუძლო ალბათ და მომიყვა, ისიც ძლივს, დამაფიცა, რომ არავის არ უთხრაო. თუ არავის არ ეტყვი მაშინ მოგიყვებიო. მომიყვა, რომ ასეთ რაღაცებს უკეთებდნენ, არა მარტო მამა, არამედ შვილი. მეორესთან იყო ერთჯერადი მცდელობა, აღარ განმეორებულა”, – ამბობს არასრულწლოვნის დედა.

დაზარალებული ბავშვის ოჯახის წევრები მამა-შვილის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

„წლების მეზობლები ვართ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, რამე რომ შემემჩნია ისინი დღეს ციხეში არ იქნებოდნენ, ცოცხლად დავწვავდი მაგათ, მაგრამ არაფერი არ შემიმჩნევია. მინდა, მივმართო სასამართლოს და პროკურატურას, ხელისუფლებას, რომ დაისაჯონ სრული სიმკაცრით,” – ამბობს არასრულწლოვანის მამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g