LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამაგდეს ძირს, მკრეს ხელი და ფეხით გადაიარეს ჩემზე“ – თეონა ბექიშვილი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს

189
2025-02-03_23-36-55_070270

დამაგდეს ძირს, მკრეს ხელი და ფეხით გადაიარეს ჩემზე, – აღნიშნულის შესახებ პედაგოგმა თეონა ბექიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა და სამართალდამცველები ძალადობაში დაადანაშაულა.

„გუშინ, ვიდექით თბილისი მოლის ქვემოთ საკმაოდ მჭიდროდ, თუმცა მერე კიდევ უფრო შეგვამჭიდროვა პატრულმა და ასეთი გამხეცებული პატრული იშვიათად მახსოვს. თავიდან, ფორმალურად ინარჩუნებდნენ იმ სახეს თითქოს წესრიგის დასაცავად იყვნენ მოყვანილი და გუშინ ეს არ იყო.

გუშინ, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ისინი ძალადობისთვის იყვნენ იქ. ისედაც შევიწროებულები ვიყავით და მერე საერთოდ ჭყლეტაში მოგვაქციეს. ხალხი იყო საოცრად სოლიდარული ერთმანეთის მიმართ.

ამასობაში მოვიდა ბატონი ზვიად ხარაზიშვილი და დაიწყო ჩვენი რუპორით გინება, რაზეც ესენი კიდევ უფრო მეტად გაცოფდნენ და გული მიეცათ და მოუნდათ ეჩვენებათ, როგორი მაგარი ბიჭები იყვნენ.

გამოწიეს აქეთ, დამაგდეს ძირს. მკრეს ხელი, ფეხით გადაიარეს ჩემზე. მერე უკვე ხალხი გადამეფარა. პოლიციამ ხელი რომ გამომიწოდა, მეგონა მაყენებდა. ახლა მეცინება ჩემს მიამიტობაზე, მე ვერ მივხდი, რომ ისინი მაპატიმრებდნენ. ამას მიხვდნენ იქ მყოფი ადამიანები და გამოსტაცეს ჩემი თავი. ახლა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მაქვს დაბეჟილობები“, – ამბობს თეონა ბექიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g