LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის სასჯელის ზომა გამკაცრდა – პარლამენტმა ცვლილებას მხარი დაუჭირა

95
ციხე

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის საფუძველზეც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის სასჯელის ზომა გამკაცრდა.

კერძოდ, “სისხლის სამართლის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით ორსულის, ოჯახის წევრის, არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მკვლელობისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებული იქნება თავისუფლების აღკვეთა 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

ამავე ცვლილებებით, ახლებურად რეგულირდება დანაშაულის შედეგად დაუფლებული ან დაკარგული მობილური ტელეფონის მოძიების წესი.

კერძოდ, მობილური ტელეფონის მოპარვის ან დაკარგვის შემთხვევაში, მობილური ტელეფონის მესაკუთრის პოლიციისთვის ან ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისთვის მიმართვის საფუძველზე, შესაძლებელი ხდება აღნიშნული მობილური ტელეფონის დაბლოკვა და მისი ადგილმდებარეობის დადგენა.

magti 5g