LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამანებეთ თავი, არ შემიძლია კამერასთან მუშაობა – ქიბარ ხალვაში

1265
xalvashi

“რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა.

„დამანებეთ თავი, არ შეგიძლიათ? არ შემიძლია კამერასთან მუშაობა. მოვედი ჩემი ხელმოწერის მისაცემად. ხომ არ დავმალულვარ?“ – მიმართა ხალვაშმა ჟურნალისტებს.

ამასთან, ხალვაში არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ხალვაში დიდი ხანია ხელმოწერის ნიმუშის ჩაბარებაზე უარს აცხადებს.

კანონდარღვევა ვერ დავინახეთ - ომბუდსმენი ხალვაშის მიერ რუსთავი 2-ის გადაფორმებაზე

დროებითი ღონისძიების მოხსნამ ხალვაშს საშუალება მისცა მოეთხოვა დაუყონებლივი აღსრულება.

„ვინც ამას ლაპარაკობს, იმაზე სამარცხვინო კაცი არ დადის ქვეყანაში“, – აღნიშნა ხალვაშმა.

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით,  „რუსთავი 2“-ის მესაკუთრე თავადაა, რისი დამადასტურებელი საბუთიც გააჩნია. ოქრუაშვილის მტკიცებით, საბუთს ხელს ხალვაში აწერს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხელმოწერის დანამდვილობის დასადასტურებლად ხალვაშისგან ექსპერტიზის ბიუროში მისვლას ითხოვდა. მისი ინფორმაციით ხალვაში დიდი ხანია ნიმუშის ჩაბარებაზე უარს აცხადებს.

magti 5g