LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამატებით რაღაც კომპანიას ქმნიან, სადაც დამატებითი თანხები გაურკვეველი მიზნებისთვის დაიხარჯება – ცოტნე ჯაფარიძე მთავრობის გადაწყვეტილებაზე

141
5f10653abfdc3

„დამატებით რაღაც კომპანიას ქმნიან, სადაც დამატებითი თანხები გაურკვეველი მიზნებისთვის დაიხარჯება, სადაც დასაქმდებიან ისევ და ისევ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანების ახლობლები, ნათესავები, პარტიული აქტივის წევრები“, – ამის შესახებ BMG-ისთან „ტრეფიკ თრეველის“ ხელმძღვანელმა ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა.

მან ნეგატიურად შეაფასა ქვეყანაში კიდევ ერთი სსიპ-ის – კურორტების განვითარების სააგენტოს შექმნა და თქვა, რომ ეს არის კიდევ ერთი ბიუროკრატიული ორგანიზაცია, რომელიც მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებით დაფინანსდება. „რაც მეტ ასეთ ორგანიზაციას შექმნის სახელმწიფო, მით უფრო მეტი საშუალება ექნებათ დამატებითი თანხები დახარჯონ, საიდანაც დამატებით სარგებელს აიღებენ“, – განმარტავს ცოტნე ჯაფარიძე bm.ge-სთან.

შეგახსენებთ, მთავრობის დადგენილებით, ქვეყანაში მთის კურორტების სააგენტო შეიქმნა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g